Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია კიეზას და მაკკენის ტრავმებთან დაკავშირებით

იუვენტუსმა გუშინ ატალანტასთან სერია ა-ში 1989 წლის შემდეგ სახლში პირველად წააგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, თუმცა ტურინელების სიტუაცია საკადრო პრობლემებმაც დაამძიმა.

მატჩის მსვლელობისას მოედნის დროზე ადრე დატოვება ფედერიკო კიეზასა და უესტონ მაკკენის მოუწიათ.

იტალიური წყაროების ინფორამციით, მაკკენის მარჯვენა მუხლის არეში გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა, კიეზას კი მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთი აწუხებდა.

ორივე მათგანი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლიან და მათი ტრავმის სირთულისა და დაბრუნების დროის შესახებ უფრო მეტი გვეცოდინება.