Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტუაცია მილიკის გარშემო…

SportItalia-ს ინფორმაციით, არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე უარი ნიუკასლმაც თქვა და მის შეძენას ერთადერთი გუნდი, ტოტენჰემი ცდილობს.

ბოლო კვირეების განმავლობაში მილიკს რომას და იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ტურინელებმა ალვარო მორატა გაიფორმეს, ედინ ჯეკოს იუვეში ტრანსფერი ჩაიშალა, რაც ავტომატორად მილიკის რომაში გადაბარგებას გამორიცხავს.

ინგლისური გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის ვიდეო კონფერენცია მილიკის ტრანსფერთან დაკავშირებით დღეს შედგება. ნაპოლი პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს და რამდენად გადაიხდის ტოტენჰემი ამ თანხას ფეხბურთელში, რომელიც სათადარიგო სკამისთვის არის განწირული, რთული სათქმელია…

Leave a Reply

Your email address will not be published.