Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკალონი:“ დე პაული ახალი გამოწვევებისთვის მზად არის“

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლიონელ სკალონიმ მილანის, ინტერის, იუვენტუსის და სხვა რამდენიმე გრანდის სატრანსფერო სამიზნის როდრიგო დე პაულის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ როდრიგო დე პაული ახალი, უფრო სერიოზული გამოწვევებისთვის მზად არის. უდინეზეს დაკნინება არ მინდა, მაგრამ როდრიგო უფრო მაღალი ფეხბურთისთვის სათამაშოდ მზად არის და დროა, რომ მან ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს.

„ის ძალიან ჭკვიანი, თანამედროვე ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში. იმედი მაქვს, რომ უდინეზე მის კარიერულ წინსვლას წინ არ აღუდგება.“