Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკას მამა რომას სამწვრთნელო ბაზაზე შეიჭრა…

გუშინ ღამე ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას მამა რკინის ხელკეტით შეიარაღებული რომას სამწვრთნელო ბაზაზე Trigoria-ზე შეიჭრა.

Il Messaggero-ს მტკიცებით, სკამაკას მამამ რამდენიმე მანქანა, მათ შორის ჯალოროსის დირექტორის ტიაგუ პინქტუს ავტომობილს საქარე მინები და ფანჯრები ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.

სკამაკა 2012-15 წლების განმავლობაში რომას აკადემიაში თამაშობდა, რის შემდეგაც ის ლაციოს აკადემიაში გადაბარგდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო ჯანლუკას მამის ქცევის მიზეზი.