Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკას რომაში თამაში სურს…

ჯანლუკა სკამაკა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა ფეხბურთელია. სასუოლოს საკუთრებაში მყოფი ფორვარდი, რომელიც იჯარის წესით ჯენოაში ასპარეზობს, იუვენტუსს, მილანს, ინტერს და რომას დაუკავშირეს.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ახალგაზრდა ცენტრ-ფორვარდს, რომელიც დაახლოებით 30-35 მილიონი ღირს, რომაში დაბრუნება სურს.

სკამაკა 2012-15 წლებში ჯალოროსის აკადემიის წევრი იყო და წყაროს ცნობით, იტალიელ ფორვარდს კარიერის გაგრძელება სწორედ რომას რიგებში სურს.