Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკას ტრანსფერისთვის ბრძოლაში მილანიც ჩაერთო

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსისა და ინტერის შემდეგ სასუოლოს იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას გაფორმების სურვილი მილანმაც გამოთქვა.

როსონერი უკვე დიდი ხანია, რაც ვეტერანი იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძიებაშია და MilanNews-ის ცნობით, მალდინი-მასარას ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი სწორედ სასუოლოს ფორვარდი გახლავთ.

სასუოლო 22 წლის ფროვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ნეროვერდი მილანის ტალანტის ტომაზო პობეგას გაფორმებით ინტერესდება, რომელიც იჯარის წესით ტორინოში ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც, ამიტომ მისი ტრანსფერში ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება…