Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკა იუვენტუსის რადარზე დაბრუნდა

ჯანლუკა სკამაკას შესანიშნავი პერიოდი უდგას. სასუოლოს იტალიელმა ფორვარდმა ბოლო 2 ტურში 3 გოლის გატანა მოახერხა და იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის კარგმა თამაშმა მის მიმართ იუვენტუსის ინტერესი გააღვივა.

ალვარო მორატას არასტაბილური ფორმის გამო ტურინელები ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვას 35 მილიონის სანაცვლოდ არ აპირებენ და მის პოტენციურ შემცვლელებს ეძებენ.

ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე კვალვ ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩია, მაგრმ სერბი ფორვარდის მიმართ გაზრდილი ინტერესის და მაღალი ფასის გამო ბიანკონერი პარალელურად ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ სასუოლოს იტალიელი ფორვარდია, რომელსაც ნეროვერდი 30 მილიონად აფასებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მის მიმართ ინტერესი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.