Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკამაკა მილანის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

იტალიური მედიის ინფორამციით, სან სიროზე ნაჩვენები შესანიშნავი მატჩის შემდეგ სასუოლოს იტალიელი ფორვარდი ჯანლუკა სკამაკა როსონერის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.

მილანს ამ მომენტისთვის გუნდში 3 ფორვარდი ჰყავს, თუმცა 2 მათგანი ვეტერანია, ერთი კი არც თუ ისე პროდუქტიულად გამოიყურება, ამიტომ როსონერი ზაფხულში ახალგაზრდა ფორვარდის დამატებას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯანლუკა სკამაკა მილანის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს და მალდინი-მასარას დუეტი მის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა როგორც მაშინ, ამჯერადაც მთავარი პრობლემა მისი სატრანსფერო ღირებულებაა. ნეროვერდი 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, თუმცა მილანს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში ამ თანხის გადახდის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს…