სკარონი:“მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი გვექნება“

მილანის პრეზიდენტის თქმით,მილანი და ინტერი ერთიანი ძალებით მუშაობენ,რომ სან სიროს დემონტაჟის უფლება მიიღონ და ახალი სტადიონის აშენება მალე დაიწყონ.

ქალაქის მერიამ თანხმობა განაცხადა,რომ სან სირო კულტურული ძეგლის სტატუსს არ ფლობს და მისი დანგრევის უფლებას გუნდები სულ მალე მიიღებენ.დაუზუსტებელი ინფორმაციით მილანური გრანდები ახალი სტადიონის და მისი შემოგარენის ასაშენებლად 3.3 მილიარდ ევროს დახარჯავენ.

„ჩვენ მილანის მერიის დირექტივებს ვითვალისწინებთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.მილანს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი და კომერციული ზონები ექნება.


„მაქსიმალურად ვჩქარობთ,რომ აშენების უფლება მოვიპოვოთ და ჩვენი არაჩვეულებრივი პროექტი რეალობად ვაქციოთ.

„ჩვენი ევროპული ოცნებები ახალი სტადიონით იწყება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.