Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ ერთი მარცხი ჩვენ ვერ გაგვტეხს“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ სპეციასთან მარცხზე და გუნდის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ მილანში იმის გამო, რომ პირველ ადგილს ვიკავებთ, ზედმეტად გახარებულები არ ვართ და მეორე ადგილზე გადასვლის გამო პანიკაშ არ ჩავვარდებით. ერთი მარცხი ჩვენ ვერ გაგვტეხს.

„ჩვენ თითოეულ მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ, ახლა გუნდი ბელგრადში გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს, შემდეგ კი მნიშვნელოვანი დერბი გველოდება, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.

„სპეციასთან მარცხი მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს დეპრესიაში ვერ ჩაგვაგდებს, მილანელოზე ძალიან კარგი სიტუაციაა, ჩვენ საკუთარ ძალებში რწმენას არ ვკარგავთ და ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევას ვგეგმავთ.

„მომდევნო ორი ტური სერია ა-ში გარკვეულ კითხვებს გასცემს პასუხს. სერია ა ასეთი ბრძოლისუნარიანი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა, თითოეული ჩვენგანი დაძაბული სეზონით სიამოვნებას ვიღებთ. ინტერი, იუვენტუსი და მილანი ფავორიტები არიან, თუმცა სხვავ გუნდების გამორიცხვა შეცდომა იქნება.“