Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ იმედი გვაქვს, რომ ახალი სტადიონის მშენებლობას მოკლე დროში დავიწყებთ“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ სერია ა-ს ასამბლეის დატოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

„არის თუ არა რაიმე სიახლე სტადიონთან დაკავშირებით ? დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ფაქტი, რომ მერიისგან მშენებლობაზე თანხმობა მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია მშენებლობას რაც შეიძლება მოკლე დროშ დავიწყებთ.

„რა არის შემდეგი ნაბიჯი ? ჩვენ პროექტის და სტადიონის დიზაინის არჩევა მოგვიწევს. მილანი და ინტერი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“