Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ ინტერთან ერთად, ახალ სტადიონს აუცილებლად ავაშენებთ“

მილანში Elliott Management-ის მისვლის შემდეგ, როსონერი 2018 წლიდან ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობს და იმის მიუხედავად, რომ კორონა ვირუსის გამო პროექტი მცირედით შეფერხდა, არც ინტერი და არც მილანი ახალი სტადიონის აშენებაზე უარის თქმას არ აპირებენ.

ამ თემაზე კომენტარი მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ გააკეთა.

„მილანი მზად არის და ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ქალაქის მერიაც მზად არის. მე სალასგან (მილანის მერი) მივიღე გარანტიები, რომ პროექტში ის ცვლილებები, რომლებიც განვახორციელეთ, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ოპოზიციას, რადგან ძალიან მალე არჩევნებია დაგეგმილი და ოპოზიციის კანდიდატებისგანაც დავინახეთ სურვილი, რომ ახალი სტადიონი ავაშენოთ.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ მწვანე შუქს და ინტერთან ერთადა ახალ, უმაღლესი სტანდარტების სტადიონს ვიხილავთ.“