Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ მე ლამაზი, მებრძოლი და გაბედული მილანი ვნახე“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის მატჩი შეაფასა.

„მარცხი სასიამოვნო არასოდეს არ არის და მილანში ამ შედეგით კამყოფილი არავინ არ იქნება, მაგრამ მე დღეს ვნახე ლამაზი, მებრძოლი და გაბედული მილანი, რომელმაც სირთულეების მიუხედავად ხასიათი გამოავლინა და გუნდის მაისურს პატივი ბოლო წუთამდე სცა. სწორედ ეს მონდომება და სიმამაცეა იმ ოპტიმიზმის მიზეზი, რაც ჩვენ მომავალისთვის გაგვაჩნია. ცხოვრება გამარჯვებებით და მარცხით არის სავსე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბრძოლა არასოდეს შეწყვიტო.

„მსაჯის შეცდომები ? მე ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ყოველთვის თავს ვარიდებ, რადგან რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლით. რაც მთავარია მე ლამაზი გუნდი ვნახე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის უნდა ასპარეზობდეს.“