Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პროექტი უახლოს დღეებში გამოქვეყნდება“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ახალი სტადიონის მნიშნელობა ინტერისთვის და მილანისთვის კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

„მილანში ახალი სტადიონის აშენება ფუნდამენტალურია და მას მილანის და ინტერის წარმატებულ ასპარეზობაზე პირდაპირ კავშირშია. თუ ჩვენ ევროპაში საუკეთესო გუნდები წინააღმდეგ ტოლ-სწორად თამაში გვსურს, მაშინ ჩვენ მათნაირი ან უკეთესი სტადიონი გვჭირდება.

„პროექტში ჩვენ ქალაქის მერის სალას თხოვნით ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მისი აშენება მაქსიმალურად მოკლე დროში გვსურდა. ჩვენ პროექტს ძალიან მალე ფავაოფიციალურებთ და უშალოდ მშენებლობას შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დავიწყებთ.“