Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი მილანის პრეზიდენტის პოსტზე რჩება

დღეს მილანის მეწილეების შეხვედრა იყო და გუნდსი 190 მილიონი ზარალი გასული ფინანსური წლის განმავლობაში ოფიციალურად დადასტურდა, რაც მილანის ისტორიაში ყველაცზე ცუდი მაჩვენებელია, თუმცა დიავოლომ ამ თანხის უმეტესობა კორონა ვირუსი გამო დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი პაოლო სკარონიმ გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანკო ბარეზი მილანის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

„ფრანკო ბარეზი საპატიო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ჩვენ გუნდის მომავალი წლის ბიუჯეტი და დირექტორთა შემადგენლობა დავამტკიცეთ.

„დირექტორთა საბჭოს მასიმო ფერარი შემოუერთდა, რომელიც გუნდის ყველაზე მცირე ქციონერია. მე პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 3 წლით დავრჩები.“