Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სკარონი:“ მილანი მეშვიდე ცაზეა“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ გუნდის ასპარეზობა შეაფასა და პაოლო მალდინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როსონერი 8 ტურის შემდეგ სერია ა-ს 20 ქულით ლიდერობს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩვენ ყველანი მე-7 ცაზე ვიმყოფებით. ჩვენ ევროპაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს და წარმოუდგენელ შედეგებს ვდებთ.

„ახლა გუნდს ძალიან რთული და დატვირთული პერიოდი ელოდება, რომელსაც ტრავმები უფრო ამძიმებს, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით.

„მალდინი ? მენეჯერად არავინ დაბადებულა და ჩვენ ყველა ჩვენს საქმეს პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ მან ეს პროცესი ძალიან სწრაფად გაიარა, საჭირო ბალანსი იპოვნა და ახლა ჩვენ მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ.“