Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ სან სირო ლეგენდარული სწორედ მილანის და ინტერის გამოა“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ სან სიროს ტემონტაჟის მოწინააღმდეგეებს უპასუხა და განაცხადა, რომ სტადიონს ლეგენდარულს სწორედ მილანი და ინტერი ხდიან.

„3-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ჩვენ ვიპოვნეთ გამოსავალი, რომელიც როგორც ქალაქს, ასევე გუნდებს დააკმაყოფილებს.

„მე იმ ადამიანების მესმის, რომლებიც სან სიროს დემონტაჟს აპროტესტებენ, მაგრამ სტადიონს ასეთ გამორჩეულს სწორედ მილანი და ინტერი ხდიან და ეს არ არის იმის დამსახურება, რომ მეაცა მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა. ჩვენი ახალი სტადიონი ისეთივე ლეგენდარული გახდება, როგორც სან სირო, რადგან ის მილანის და ინტერის სახლი იქნება.

„ჩვენ ქალაქს ევროპაში და მსოფლიოში საუკეთესო სტადიონს ვაჩუქებთ და ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა გააპროტესტოს ეს ვინმემ. დარწმუნბული ვარ, რომ როდესაც ახალ სტადიონს დაინახავენ, ყველაზე ნოსტალგიური ადამიანებიც კი აზრს შეიცვლიან.

„როდის დასრულდება პროექტი ? ჩვენ გვსურს, რომ 2026-27 წლების სეზონი ახალ სტადიონზე დავიწყოთ, მშენებლობას კი 2023 წლის დასაწყისში შევუდგებით.“