Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სკარონი:“ სკუდეტოს მოულოდნელი კანდიდატები ვართ“

მილანის პრეზიდენტის თქმით, ის ნამდვილად არ ელოდა, რომ მილანი ამ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას მოახერხებდა და პაოლომ ჯიჯო დონარუმას კონტრაქტზეც ისაუბრა.

„მე გუნდის განვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი და ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიყავით. თავგადასავალი ჯერჯერობით არ დასრულებულა, ჩვენ არც სკუდეტო და არც ჩემპიონთა ლიგის საგზური არ მოგვიპოვებია, ამიტომ ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

„ჩვენ შესანიშნავი მომენტი გვიდგას. სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან კარგი შეგრძნებაა, მაგრამ ჩვენ მიწაზე უნდა დავრჩეთ და რეალობა არ უნდა დავივიწყოთ, სერია ა-ში უამრავი ძლიერი გუნდია და თუ გვსურს, რომ ცხრილის სათავეში დავრჩეთ, თითოეულ თამაშში მაქსიმალური კონცენტრაციით და თავდადებით მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ.

„სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ კარგ სტარტს არ ველოდი. ვიცოდი, რომ წინა სეზონზე უკეთეს შედეგს დავდებდით, მაგრამ ჩვენს პროექტს დრო სჭირდებოდა და არ მეგონა, თუ ასეთი ხარისხის თამაშს ასეთ მოკლე დროში შევძლებდით.

„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რაც გაზიდისის და მალდინის სწორი სტრატეგიის დამსახურებაა. ჩვენი მიზანია, რომ ავაშენოთ კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ეკონომიკურად სტაბილური იქნება.

„იბრა ? ის მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ის დღევანდელი ფეხბურთის სიმბოლოა. ძალიან სასიამოვნოა, რომ მილანი მის გარეშეც კი ახერხებს, რომ წარმატებულად ითამაშოს. არ ვიცი, როდის დაბრუნდება იბრა, რადგან მისი ტრავმის მოშუშებას ერთი თვე სჭირდება, თუმცა ზლატანს ყველა ვიცნობთ და ვიცით, რომ თუ მცირე შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ის უფრო ადრე დაბრუნდეს, ის ამას გააკეთებს.

„დონარუმა ? მე მის კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, თუმცა ვიცი, რომ ჯიჯოს მილანი ძალიან უყვარს და მჯერა, რომ საერთო ენას გამოვნახავთ.“