სკოლარი:“არტური სარის იუვესთვის იდეალური ფეხბურთელია“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის,ფელიპე სკოლარის განცხადებით,არტურ მელო მაურიციო სარის გუნდისთვის ზედგამოჭრილი ფეხბურთელია.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა,რომ იუვენტუსმა და ბარსელონამ ფეხბურთელები გაცვალეს.ტურინელებს არტურის გაფორმება 72 მილიონი ევრო დაუჯდებათ,10 მილიონს კი ბონუსების სახით დაუმატებენ,ეს მაჩვენებელი კი ბრაზილიელს იუვეს ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცევს კრიშტიანუ რონალდუს,გონსალო იგუაინის და დე ლიხტის შემდეგ.

„ტურინი არტურისთვის იდეალური ადგილია.პირველად მისი თამაში მაშინ ვნახე,როდესაც ის 18 წლის იყო და მაშინვე ეტყობოდა,რომ ის დიდი ფეხბურთელი გახდებოდა.

„არტური ფიზიკურად ძალიან ძლიერი არ არის,თუმცა მისი ტექნიკით და მოედნის ხედვით ამ ნაკლს ანაზღაურებს.ის მაურიციო სარის იუვენტუსს არაჩვეულებრივად მოერგება.მელო სტანდარტული პლეიმეიკერი არ არის,მას თავდამსხმელებთან უფრო ახლოს უყვარს თამაში.

„მე სარის ვიცნობ და მისი შემტევი ფეხბურთის სტილი ძალიან მომწონს.ჩემს მსგავსად,მასაც ხარისხიანი ფეხბურთი უყვარს.

„არტურს შეუძლია,რომ ბურთი სწრაფად ამოძრაოს,რაც მაურიციო სარის გუნდს ახლა ძალიან აკლია და ვფიქრობ,იუვე და არტური ერთმანეთს შეავსებენ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.