Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ ვფიქრობ, რომ ალეგრიმ 5 ცვლილებას ჯერჯერობით ალღო ვერ აუღო“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ესქპერტის მარიო სკონჩერტის აზრით, მაქს ალეგრის 5 ცვლილებასთან მისაჩვევად გარკვეული დრო დასჭირდება.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ალეგრი ჯერჯერობით 5 ცვლილების გამოყენებას თავის სასარგებლოდ ვერ ახერხებს. როდესაც აღნიშნული წესი შემოიღეს, ის უკვე იუვენტუსიდან წასული იყო და მას ამ წესთან შეგუება ახლაღა უწევს, 2 ცვლილებით მეტი კი ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს.

„სეზონის დაწყებიდან მაქსმა 5 ცვლილება მხოლოდ 1-ხელ განახორციელა, მას ჯერ კიდევ არ ესმის, თუ როგორ უნდა შეცვალოს თამაშის მსვლელობა 5 ცვლილებით ისე, რომ გუნდის სტრუქტურა არ დაშალოს.“