Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ ინტერი ევროპული დონის გუნდი ხდება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ ინტერის კარგ ფორმაზე და გუნდის პოტენციალზე ისაუბრა.

„ინტერმა რომასთან ისეთი მატჩი ჩაატარა, როგორიც იტალიაში უკვე დიდი ხანია არ მინახავს. ამ მომენტისთვის ნერაძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სიმონე ინძაგია, რომელიც ახერხებს, რომ თითოეული ფეხბურთელისგან პოტენციის მაქსიმუმი მიიღოს.

„ყველაზე გასაკვირი რომასთან მატჩში ნერაძურის დომინაცია იყო. 3 გოლის გატანის შემდეგაც კი, გუნდი გაჩერებას არ აპირებდა და ევროპული ყაიდის და დონის გუნდს მაგონებდა.

„ვფიქრობ, რომ სიმონე ინძაგის ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.“