Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ ინტერი იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარიო სკონჩერტის აზრით, ამ მომენტისთვის ინტერი სერია ა-ში ყველაზე კარგად გამოიყურება და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ წინ ძალიან თანაბარი და დაძაბული სეზონი გველოდება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 4 ადგილისთვის მინიმუმ 7 გუნდი იბრძოლებს და იმის თქმა ჯერჯერობით რთულია, თუ რომელი დარჩება ჩემპიონთა ლიგის მიღმა.

„2 ტურის შემდეგ, ჩემი ფავორიტი ინტერია. მათ ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. შემდეგ ლაციო მოდის, მაგრამ იუვენტუსის ჩამოწერა ჯერ არ შეიძლება, ისინი ბრძოლაში აუცილებლად დაბრუნდებიან.“