Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ იუვენტუსის პრობლემა შემადგენლობა არ არის“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ იუვენტუსის მთავარი პრობლემა დაასხელა.

„2 წლის წინ მაურიციო სარიმ თქვა, რომ იუვენტუსი გუნდი არ იყო და ეს სიტყვები სულ ახლახანს უკვე გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გაიმეორა. იუვენტუსს ფურცელზე ძალიან ძლიერი, შესაძლოა საუკეთესოც კი ჰყავს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ტექნიკური არ არის.

„იუვენტუსის უდიდესი პრობლემა, რომელიც გუნდს ალეგრის წასვლის დღიდან მოსდევს არის ის, რომ მათ გუნდური სული არ ეტყობათ, ისინი ერთი ოჯახი არ არიან, მათ გუნდურობის ნატამალი არ აქვთ.

„რონალდუ ? მისი მანერები შესაძლოა ყოველთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ეს მის თამაშზე არ აისახა. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც 134 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა, ახლა კი მისი საქმის შესრულება და ლიდერობის საკუთარ თავზე აღება სხვას მოუწევს.“