Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ იუვეს ერთი მარცხი ტრაგედია არ არის, თუმცა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ იუვენტუსის ჩელსისთან მარცხზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა გუშინ უმძიმესი მარცხი გადაიტანა, თუმცა ეს სამყაროს დასასრული არ არის. ჩელსის შესანიშნავი მწვრთნელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, რომელიც ძალიან უცნაურად თამაშობს. ჩელსიში ვერ გაიგებ, თუ ვინ გაგიტანს გოლს, მათ პრემიერ ლიგაში 15 სხვადასხვა გოლის ავტორი ჰყავს, რაც იუვენტუსთან მატჩშიც გამოჩნდა.

„მარცხისგან განსხვავებით, ერთ რამეზე იუვენტუსმა ნამდვილად უნდა ინერვიულოს. გუნდი თამაშობს დაცვით ფეხბურთს არა იმიტომ, რომ მათ ეს უყვართ, არამედ იმის გამო, რომ სხვა გრანდებთან შედარებით გაცილებით ნაკლები შეტევითი პოტენციალი აქვთ, ტუხელის იდეები კი, რომელიც ჩემი აზრით ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ალეგრისთან შედარებით უფრო თანამედროვეა.

„ალეგრის წინ ძალიან ბევრი სამუშაო ელოდება, თუმცა თუ გუნდი არ გაძლიერდა, მათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის არანაირი შანსი არ აქვთ.“