Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ ლოაკტელი კარგია, მაგრამ იუვეს მხოლოდ ის არ ეყოფა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.

„ბარსელონასთან მატჩში იუვენტუსის თამაშის წარმართვა აარონ რემსის დაეკისრა, რაც გუნდის ნახევარდაცვაში არსებულ სიცარიელეს კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს.

„დღეისათვის იუვენტუსს სერია ა-ში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ალეგრის ნახევარდაცვის ხაზში ტრანსფერები სჭირდება. ლოკატელი, რომლის გაფორმებასაც იუვე უკვე დიდი ხანია ლამობს, შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა არ მგონია, რომ ბიანკონერის სიტუაციას მხოლოდ ის ეყოფა.

„პიანიჩი ? თუ იუვენტუსს სუფთა გამთამაშებელი სჭირდება, მირალემი საუკეთესო ვარიანტია. ლოკატელი ამ პოზიციაზე არ გამოდგება, ის უფრო მეცალა გახლავთ.“