Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ მარცხის მიუხედავად, მილანი კრიზისში არ არის“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ ფიორენტინა – მილანის მატჩზე ისაუბრა.

„მე ძალიან სანახაობრივი მატჩი ვიხილე ორი შესანიშნავი გუნდის მონაწილეობით, რომელშიც წაგებული მილანი დარჩა.

„როსონერიმ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მათ უფრო მეტი მომენტი შექმნეს. მათ დაკარგეს ქულები, მაგრამ მე დავინახე ძლიერი მილანი, რომელიც 3-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად არ გატყდა, ბრძოლა გაგრძელა და თამაშში დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მარცხის გადატანა მარტივი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიზისის დასაწყისი არ იქნება.

„ჩვენ ვიცით, რომ ტატარუშანუ სრულყოფილი კიპერი არ არის, თუმცა ვლაჰოვიჩის გოლების და საპონარას შედევრის წინააღმდეგ ის უძლური იყო.“