Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:” მოურინიო რომას ვერ უძღვება, იუვეს პროექტი ჯენოასთან ვერ შეფასდება”

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ რომას და იუვენტუსის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ მოურინიოს რომაში ძალიან უჭირს. ის გუნდს ყოველთვის მთელი გულით იცავდა, მას მუხტს აძლევდა და რთულ მომენტებში ერთიანობას უნარჩუნებდა, ახლა კი ის საპირისპიროს აკეთებს. მან გუნდი ორ ნაწილად, კარგ და ცუდ ფეხბურთელებად გაყო. ჟოზე თავისი კარიერით ფენომენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ის რომას ვერ უძღვება.

„ვერ ვხვდები, როგორ უნდა განვითარდეს გუნდი, რომელზეც მწვრთნელი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები არიან ? რომას აქვს ყველაფერი, რომ მე-5 ან მე-6 ადგილისთვის იბრძოლოს, მაგრამ ასეთი განცხადებებით გუნდი ამ მიზნების მიღწევას ვერ მოახერხებს.

„იუვენტუსის კარგი თამაში ჯენოასთან ? როგორ შეიძლება ვისაუბროთ გუნდის პროგრესზე, რომელმაც ცალ-კარა ითამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი ეჭირა გუნდიდს წინააღმდეგ, რომელიც შევჩენკოს მისვლის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ?“