Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ ნაპოლისთან გამარჯვებით ინტერმა დაამტკიცა, რომ მათ კონტე აღარ სჭირდებათ“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ ინტერის ნაპოლისთან გამარჯვება შეაფასა.

„ინტერმა შესანიშნავი 75 წუთი ჩაატარა და ხშირად ისინი მეტოქეზე უკეთესები იყვნენ, შემდეგ კი ინძაგის ეგონა, რომ თამაში უკვე დასრულებული იყო და ჩემპიონთა ლიგაზე გათვლით მან ბარელა-ლაუტარო მოხსნა, რაც დიდი შეცდომა იყო და საბოლოო ჯამში ნერაძური ქულების დაკარგვასთან ახლოს იყო.

„ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ინტერი ყველაზე მეტად განვითარდა. ახლა ინტერი უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და ისინი კონტეს ინტერ აღარ მაგონებს.

„ნაპოლისთან ნერაძურის შეტევაში ყოველთვის 6-7 ფეხბურთელი ჰყავდა და ეს აშკარად ინძაგის ინტერია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერს ინძაგის ცვლილებები თითქმის ძალიან ძვირად დაუჯდა.“