Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ სიმონე ინძაგი ინტერისთვის მზად არ არის…“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარიო სკონჩერტის აზრით, სიმონე ინძაგი ინტერის დონის გუნდის გაწვრთნისთვის ჯერ მზად არ არის.

იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე კვირის წინ ლაციო დატოვა და ნერაძურიში ანტონიო კონტე ჩაანაცვლა, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტო მოიპოვა და მომდევნო სეზონში გუნდისგან ქომაგებს დიდი მოლოდინები აქვთ…

„სიმონე ინძაგი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც გუნდის აშენება შეუძლია, ფეხბურთი და ტაქტიკა კარგად იცის, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ინტერის დონის გუნდისთვის ჯერ მზად არ არის.

„ლაციოში მას ტიტულისთვის არასოდეს უბრძოლია, ბიანკოჩელესტის რიგებში მას ადგილი გარანტირებული ჰქონდა, ინტერში კი მას თითოეული შეცდომის გამო მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწევს.

„სიმონეს ანტონიო კონტეს ჩრდილთან ბრძოლა მოუწევს, რაც მარტივი არ არის, რაგან მათ შორის სხვაობა გამოცდილებასა და დონეში კვლავ ძალიან დიდია.“