Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონჩერტი:“ Suning-ს ინტერის გაყიდვა მოუწევს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარიო სკონჩერტის თქმით, ინტერის ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით Suning-ს გუნდის გაყიდვა მოუწევს.

„ინტერის ფინანსური სიტუაცია დღითი დღე უარესდება. Suning-ის კრიზისი უკვე გუნდზე ნათლად აისახება და ამას ნერაძურის ხელმძღვანელობის ქმედებებიც ადასტურებს.

„გუნდის გენერალურმა დირექტორმა ანტონელომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ნერაძური ახლანდელი სესხების გადაფარვას კიდევ ახალი სესხების აღებით აპირებს, რაც საბოლოოდ გუნდს გააკოტრებს.

„აშრაფ ჰაკიმის გაყიდვა გუნდის სიტუაციას ვერ უშველის, ეს უფრო პრობლემების ოდნავ გადავადების მცდელობას ჰგავს. მე გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ვხედავ და ეს გუნდის გაყიდვაა.“