Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონცერტი:“ ალეგრიმ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს მიაგნო…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონცერტიმ იუვენტუსი – ჩელსის მატჩი შეაფასა.

„ალეგრიმ მოახერხა და შექმნილი სიტუაციის ფონზე ის ერთადერთი გამოსავალი იპოვნა, რომელიც ტურინელებს ჩელსის დამარცხების შანსს გაუჩენდა.

„შესაძლოა ბევრს გუშინ იუვენტუსის დაცვითი სტილი არ მოეწონოს და მას ანტი-ფეხბურთიც უწოდოს, მაგრამ ტურინელებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მათ შეტევაში ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, ამიტომ მაქსმა ფსონი დაცვაზე გააკეთა და იმედები გაუმართლდა კიდეც.

„იუვენტუსმა მწვრთნელის მოთხოვნა ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ამ გუნდმა, რომლის ფეხბურთელებსაც ზოგი ‘გაუწვრთნელს’ (სარის სიტყვები, ავტ.)  უწოდებდა, შესანიშნავი ორგანიზება აჩვენა.

„ეს იყო სამაგალითო მატჩი, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ შენ ლიმიტზე ითამაშებ, შეუძლებელი არაფერია.“