Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონცერტი:“ ინტერი სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონცერტიმ ინტერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ვფიქრობ, რომ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ინტერი სერია ა-ში ყველაზე კარგ, ორგანიზებულ და სტაბილურ ფეხბურთს თამაშობს.

„სერია ა-ს ტოპ 8 გუნდში ერთმანეთის დამარცხება ყველას შეუძლია, თუმცა მათ შორის ყველაზე სტაბილური ინტერია. ამ ასპექტში მეორე ადგილზე ატალანტა იყო, თუმცა მათმა რომასთან მარცხმა ყველაფერი შეცვალა.

„ნერაძური სკუდეტოს მოპოვების აშკარა ფავორიტია და ამას სატურნირო ცხრილიც მეტყველებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა შესაძლოა კონკურენტებს საშუალება მისცეთ, რომ ჩამორჩენა შეამცირონ, რადგან ინტერს ლივერპულთან 2 ურთულესი შეხვედრა ელოდება, რომლებიც ფეხბურთელების ფიზიკურ და მენტალურ ენერგიას აშკარად დაეტყობა.“