Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონცერტი:“ იუვენტუსის მთავარი პრობლემა რონალდუს წასვლა არ არის…“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მარიო სკონცერტის აზრით, იუვენტუსის პრობლემა არა რონალდუს წასვლა და მისი გოლების ნაკლებობა, არამედ ტურინელთა დაცვაში ცუდი თამაში გახლავთ.

„კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ იუვენტუსის მთავარი პრობლემა მისი წასვლა არ არის.

„თუ ჩვენ გასული 2-3 წლის სტატისტიკას შევადარებთ, იუვენტუსს ამ დროისთვის დაახლოებით იდენტური რაოდენობის გოლები ჰქონდა გატანილი, თუმცა პრობლემა არა გატანილი, არამედ გაშვებული გოლებია. თუ გასულ წლებში ტურინელებს მე-6 ტურისთვის 4-5 გოლი ჰქონდათ გაშვებული, ახლა ეს რიცხვი ათამდე გაიზარდა.

„იუვეს შემტევებმა მოახერხეს და კრიშტიანუს წასვლის შემდეგ პროდუქტიულობას მოუმატეს, მაგრამ ამავდროულად გუნდი უკვე ზედიზედ 20 მატჩია გოლს უშვებს, რაც 1955 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და მათი პრობლემაც სწორედ ეს არის.“