Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკონცერტი:“ ნაპოლისთან მატჩი ინტერისთვის გადამწყვეტი იქნება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონცერტიმ სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩის ინტერი-ნაპოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნერაძურის ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ინტერისთვის გადამწყვეტი იქნება, რომელში წარუმატებლობის შემთხვევაშიც ნერაძური სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეთიშება.

„მათი ერთადერთი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს, ეს მილანელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე ნაპოლის.

„სპალეტის გუნდისთვის მილანში ფრე არანაირი პრობლემა არ იქნება, ინტერს კი 3 ქულა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან სჭირდება.“