Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკოულზი:“ მილანმა ძალიან კარგად ითამაშა“

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ პოლ სკოულზმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.

„სოულშერმა თქვა, რომ მათ ფრე დაიმსახურეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ მანჩესტერი გუშინდელი თამაშის შემდეგ ქულით ბედნიერი უნდა იყოს.

„სახლში 1 – 1 ცუდი შედეგია. ვიცი, რომ მანჩესტერი გასვლაზე უკეთ თამაშობს, მაგრამ გუნდს წინ ძალიან რთული შეხვედრა ელოდება.

„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ხარისხიანი გუნდი ჰყავს მილანს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და განმეორებით მატჩში როსონერის უამრავი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდება, გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით კი ისინი ფავორიტები არიან.“

გათიშვა