Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმლინგის კომენტარი მისი სახლის გაძარცვის შემდეგ

როგორც უკვე მოგახსენეთ, სამშაბათს გამთენიისას კრის სმოლინგის ვილაში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ, როდესაც ფეხბურთელის სახლში მისი მეუღლე და ახალგაზრდა შვილი იმყოფებოდა და სახლიდან ძვირფასეულობასთან ერთად ფული წაიღეს.

ამ თემაზე რომას უკანახაზელმა კომენტარი ტვიტერის მეშვეობით გააკეთა.

„მინდა თითოეულ თქვენგანს საუკეთესო სურვილებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი ოჯახი ძალიან შეშინებულია, თუმცა საბედნიეროდ მათ დაზიზანება არ მიუღიათ.

„იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები ცხოვრებაში უფრო ღირებულ გზას იპოვნიან და სხვა ადამიანებს ასეთ ზიანს აღარ მიაყენებენ.“