Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სმოლინგი:“გულგატეხილი ვარ“

როგორც უკვე მოგახსენეთ,რომამ და მანჩესტერმა კრის სმოლინგის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ინგლისელი წითელი ეშმაკების რიგებში დაბრუნდა.

სმოლინგი რომას სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა,თუმცა ჯალოროსიმ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვა და ფეხბურთელი ინგლისში დაბრუნდა,რაც იმას ნიშნავს,რომ ის რომას ევროპა ლიგაზე ვერ დაეხმარება.

სმოლინგი რომას ინსტაგრამის მეშვეობით დაემშვიდობა.

„ძალიან ვწუხვარ,რომ რომას სეზონის ბოლომდე მიყვანაში ვერ დავეხმარები.ის სიყვარული,რაც თქვენ მე ასეთ მოკლე დროში მაგრძნობინეთ,წარმოუდგენელი და დაუვიწყარი გრძნობა იყო.

„ფეხბურთელებს და რომას სტაფს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს,რომ სევილიასთან წარმატებას მიაღწევთ,DAJE ROMA!”

Leave a Reply

Your email address will not be published.