Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა

რომას ცენტრალური მცველის კრის სმოლინგის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, კომენტარი გააკეთა.

„მედიაში კრისის შესახებ ძალიან ბევრი იწერება და როგორც წესი, უმეტესი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ რომასთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის საჯაროდ განხილვის საგანი არ არის და როდესაც ამის დრო მოვა, ყველაფერი გასაჯაროვდება.“