Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სმოლინგის თამაში კლუჟთან საეჭვოა

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრის სმოლინგმა მარცხენა მუხლზე ტრავმა მიიღო და მისი თამაში კლუჟის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ინგლისელმა ფეხბურთელმა პარმასთან მატჩი საკვებით მოწამვლის გამო გამოტოვა და გუშინ ვარჯიში განაახლა, თუმცა Tuttomercato-ს ინფორმაციით მან მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და სამწვრთნელო სესია ვერ დაასრულა.

31 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.