Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგი:“ რომასთვის მოურინიო იდეალური მწვრთნელია“

რომას ფეხბურთელმა კრის სმოლინგმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა, რომელთან ერთადაც მას მანჩესტერში უკვე ნამუშევარი აქვს.

„ჟოზე მოურინიო რომასთვის იდეალური მწვრთნელია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თითოეული ფეხბურთელისგანაც იგივეს ელოდება, სწორედ ამიტომ აქვს კარიერაში არაერთი უმნიშნელოვაენსი გამარჯვება მოპოვებული.

„ჩვენ ერთად ტიტულები გვაქვს მოგებული და ერთ-ერთი ფინალის დროს მან მე გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მანდო, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მე მის გუნდში თამაში კიდევ მომიწევს და იმედია ამჯერადაც ისეთივე პოზიტიურ შედეგებს დავდებთ.“

რომას ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია, სკუდეტო კი ისტორიაში 3-ჯერ: 1940, 1980 და 2001 წლებში აქვს მოგებული.

„ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის და მისი ქომაგებისთვის ტიტულის მოპოვება და ჟოზე ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და ჩვენ სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით.“