Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგი:“ რომას მსგავსი გულშემატკივრებით ბევრი ვერ დაიკვეხნის“

კრის სმოლინგმა მანჩესტერთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფონსეკას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„მე წინ ძალიან ემოციური მატჩი მელოდება, რადგან ერთანეთს ორი ისეთ გუნდი დაუპირისპირდება, რომლებმაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ხშირად არ ხდება ისე, რომ მოედანზე ორივე გუნდის ყველა ფეხბურთელს პირადად იცნობდე.

„სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი შეხვედრა გამოვტოვე, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, რომას მაქსიმალურად დავეხმარო.“

რომას გულშემატკივრებმა გუნდს ტრიგორიას ბაზაზე შესანიშნავი დავეხდა მოუწყეს, ფეიერვერკები გაუშვეს, ფლაერები დაარიგეს და გუნდი გაამხნევეს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რომას მსგავსი გულშემატკივრები მსოფლიოში სულ რამდენიმე გუნდს თუ ჰყავს. ჩვენ ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს მანჩესტერში სასურველი შედეგის მოპოვება და ყველანაირად შევეცდებით, რომ ქომაგებს სიამაყის საშალება მივცეთ.“