Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სმოლინგი რომს კვირის ბოლომდე ეწვევა

პატრიკ შიკის 26.5 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ, რომა კრის სმოლინგის ტრანსფერზე გააქტიურდა და როგორც ჩანს, ინგლისელი ფეხბურთელი ჯალოროსის უახლოეს დღეებში შეუერთდება.

სმოლინგი ბოლო 3 დღის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის ვარჯიშებზე არ გამოჩენილა, რაც მედიამ მის რომაში გადასვლას მიაწერა. ბრიტანული სპორტული წყაროების მტკიცებით, რომა მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელი ჯალოროსის მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუერთდება.

სმოლინგმა გასული სეზონი რომაში იჯარის წესით გაატარა და 37 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.