Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სმოლინგი:“ ჩემი გული ყოველთვის რომში იყო“

კრის სმოლინგის საგა, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან დაიწყო, რომასთვის კარგად დასრულდა.

ჯალოროსიმ ინგლისელი ფეხბურთელის გაფორმება ბოლო წამს მოახერხა და მის სანაცვლოდ მანჩესტერს 15 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება და საერთო ჯამში დაახლოებით 20 მილიონზე ავა.

30 წლის ცენტრალურმა მცველმა რომასთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და სეზონში მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.

რომაში დაბრუნების შემდეგ, კომენტარი თავად სმოლინგმა გააკეთა:

„ცხოვრებაში ის, რაც გინდა, მარტივად არასოდეს მოდის. ჩემი გული და გონება ყოველთვის რომში იყო. უბედნიერესი ვარ, რომ დავბრუნდი და ახლა ბოლომდე რომას ვეკუთვნი, Forza Roma!”