Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგი 3 კვირას იუქმებს

რომას ცენტრალურ მცველს კრის სმოლინგს ბარძაყის ტრავმა დაუდასტურდა და მას 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის ჯალოროსის ვერც იუვენტუსის, ბოდო/გლიმტის და ნაპოლის წინააღმდეგ დაეხმარება.

სმოლინგმა გასულ სეზონში ტრავმების გამო 30 მატჩი გამოტოვა, ამ სეზონში კი უკვე 4 და ეს რიცხვი მინიმუმ 3 მატჩით გაიზრდება.