Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სმოლინგს მხოლოდ რომაში სურს

ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ მანჩესტერი სმოლინგს სხვადასხვა გუნდებს სთავაზობს,თუმცა თავად ფეხბურთელს მხოლოდ რომაში სურს კარიერის გაგრძელება.

წითელი ეშმაკების მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდა პალოტას არ სურდა,თუმცა მას შემდეგ,რაც რომა ფრიდკინმა შეიძინა,სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,თუმცა გუნდის მმართველის შეცვლა გრძელი პროცესია და აგვისტოს ბოლომდე რომა ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.

ამას დამატებული,Corriere dello Sport და Sportitalia იუწყებიან,რომ ფეხბურთელი მზად არის, ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს და სათამაშოდ რომაში გადავიდეს.

მისი შეძენა რომას გარდა ნიუკასლს,ფულჰემს და ინტერს სურთ,თუმცა ფეხბურთელის რომაში დაბრუნების სურვილი დედაქალაქელებს ფავორიტებად აქცევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.