Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სმოლინგს რომას დატოვება უნდა

იტალიური მედიის ცნობით, კრის სმოლინგმა რომას ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილი დაუფიქსირა და იმედი აქვს, რომ მას იანვარში გაყიდიან.

Tuttomercato-ს ცნობით, ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ, ინგლისელ ფეხბურთელს ჯალოროსის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჟოზე მოურინიომ შუა სეზონში მისი გასხვისება მოისურვოს.

სმოლინგის მიმართ ინტერესს ინტერი იჩენს, რომელიც მილან შკრინიარის შემცვლელის ძიებაშია და ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.