Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სნეიდერი:“ინტერის გამარჯვებების დრო მოვიდა“

ნერაძურის ყოფილი ფეხბურთელის თქმით,ინტერს კოპა იტალიას მოგება კიდევ შეუძლია,თუმცა სკუდეტოს ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

ინტერი ცხრილის სათავეში მყოფ იუვენტუსს 9 ქულით ჩამორჩება,თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ინტერი ფეხბურთს კოპა იტალიის ეგიდით გასამართი შეხვედრით დაუბრუნდება ნაპოლის წინააღმდეგ.აღნიშნული ნახევარფინალის პირველი დაპირისპირება ნაპოლის გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა.

სნეიდერი იმედოვნებს,რომ ინტერი თამაშში დაბრუნებას შეძლებს და საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდება.

„იმედი მაქვს,ინტერი ტიტულს მოიგებს.ვფიქრობ,გამარჯვებების დრო მოვიდა.

„სერია ა-ში სკუდეტოზე ბრძოლა უკვე გვიანია.ჩემი აზრით,იუვენტუსი კვლავ ფავორიტია და სწორედ ისინი მოიგებენ სკუდეტოს.

„ყოველი სეზონის სტარტზე ფიქრობ,რომ ტურინელების დომინაცია დამთავრდება,თუმცა ისინი ახერხებენ და მაინც იგებენ.იმედი მაქვს კონტე გუნდს ტიტულებს დაუბრუნებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.