Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სპადაფორა:“ გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდები“

იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე საბოლოო ვერდიქტი დღეს უნდა გახდეს ცნობილი და ამ თემაზე კომენტარი იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ გააკეთა.

„გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდები. ამ მატჩზე საბოლოო ვერდიქტი საერთო წესებზეც მოახდენს ზეგავლენას, ასეთი პრეცენდენტი აღარ უნდა განმეორდეს.

„არსებობს პროტოკოლი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გუნდი, რომელიც მას დაარღვევს, მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შემთხვევები მომრავლდება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.“