Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სპადაფორა რონალდუს პასუხობს:“ ქედმაღალი ნუ იქნები“

მოგეხსენებათ კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებიდან კორონა ვირუსის დადასტურებული ტესტით დაბრუნდა და მას უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც პორტუგალიელმა დღეს კატეგორიულად უარყო.

საპასუხო კომენტარი იტალიის სპორტის მინისტრმა გააკეთა:

„ზოგი ფეხბურთელის შესაძლებლობები მას ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს და იმის უფლებას არ აძლევს, რომ ქედმაღალი და მატყუარა იყოს.

„პირიქით, რაც უფრო ცნობილი ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და სხვების თვალში მაგალითი უდნა იყო.

„ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. გუშინდელ სიტყვებს, სადაც ვთქვი, რომ იუვენტუსის ფეხბურთელებმა პროტოკოლი დაარღვიეს, ახლაც გავიმეორებ, მათ, ვისაც ეს საშინელი ვირუსი დაუდგინდა, მოკლე დროში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“