Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

პარტენოპეის ჯგუფურ ეტაპში ლივერპულის, აიაქსის და რეინჯერსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

„ჩვენ ჯგუფში 3 ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ დარწმუნბული ვარ, რომ ჩვენთან მოხვედრა არც მათ გაუხარდათ.

„ასეთ დონეზე მარტივი ჯგუფები არ არსებობს, ამიტომ წინასწარ საუბარი, თუ რა შანსები გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, შეუძლებელია.

„ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ და ვეცადოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სტარტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.

„ჩვენი მეტოქეები უდიდესი ისტორიის მქონე გუნდები არიან, რომლებიც ევროპული ფეხბურთს ტრადიციებს ატარებენ და მათ წინააღმდეგ თამაში როგორც ძალიან დიდი გამოწვევა, ასევე დიდი სიამოვნება იქნება“